#სახლისკენ - ჩვენი საშაბაო-საახალწლო მისტერიები
#სახლისკენ - ჩვენი საშაბაო-საახალწლო მისტერიები
  •  FM ნავიგატორი – რა არის ცნობილი ამ დროისთვის ახალი კორონა ვირუსის ახალი შტამის შესახებ გამოცემა Live Science-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად და რამდენად ეფექტური იქნება ახალი შტამის წინააღმდეგ ახალშექმნილი ვაქცინები? თეატრალური კოსტუმებისა და ნიღბების წარმოებით დაწყებული, მოდის სამყაროში ავანგარდული და ფუტურისტული სტილის დამკვიდრებისა და გაბედული ექსპერიმენტების გზით მსოფლიო აღიარებამდე; რომელი მუსიკალური ვიდეოკლიპები ლიდერობს YouTube-ის მიერ შედგენილ 2020 წლის საუკეთესო რგოლების რეიტინგში? 2020 წლის რომელი სერიალები მოხვდა Netflix-ის საუკეთესო სერიალების სიაში, რა გავლენა მოახდინა ახალი კორონა ვირუსის პანდემიამ ტელეშოუების ინდუსტრიაზე და როგორ აისახა სერიალების მიმართ მაყურებლის დამოკიდებულებაზე გლობალური ლოქდაუნი? რომელ კომპიუტერულ პროგრამას უნდა დავემშვიდობოთ 2020 წელთან ერთად?
  • რისთვის სჭირდებათ უფროსებს თოვლის პაპა, ან სანტა კლაუსი – გავუმხილოთ, თუ არა სინამდვილე ბავშვებს და როდის ვუთხრათ მათ სიმართლე საშობაო-საახალწლო მისტერიის მთავარ პერსონაჟზე;
  • საშობაო კინოისტორიები – სხვადასხვა დროისა და ქვეყნების ყველაზე პოპულარული ფილმები, რომლებიც სადღესასწაულო განწყობის შექმნაში გვეხმარებიან, მათი ყურებისას განცდილი ემოციები კი, მიუხედავად იმისა, რომ ჯადოსნურ ამბებზე, ზღაპრულ, ან რეალურ სამყაროში მომხდარ სასწაულებზე გვიყვება, თითქმის არასდროს გვავიწყდება და თითქმის ყოველთვის სიკეთის რწმენას გვიბრუნებს;
  • აუდიოსივრცე შენთვის – საქართველოს რადიოს ახალი პლატფორმა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: