#სახლისკენ - მხატვრის პორტრეტი ბავშვის წიგნის თაროსთან
#სახლისკენ - მხატვრის პორტრეტი ბავშვის წიგნის თაროსთან
  • FM ნავიგატორი – რამდენად საფუძვლიანია მსოფლიოს მოსახლეობისა და მეცნიერების შიში იმის თაობაზე, რომ ახალი კორონა ვირუსისგან შეძენილი იმუნიტეტი ვერ დაგვიცავს და რას აჩვენებს ბოლო კვლევები ამასთან დაკავშირებით? როდის იქნება Zoom-ის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ელ ფოსტის საკუთარი სისტემა და და გაუწევს თუ არა ის კონკურენციას Google-ის ანალოგიურ სერვისს? რას ითვალისწინებს ოფიციალური ნებართვა, რომელიც აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ სანტა კლაუსის „სატრანსპორტო საშუალების“ შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გასცა და აიცრა თუ არა სანტა ახალი კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით? როგორ გამოეხმაურა ილონ მასკი Apple-ის გადაწყვეტილებას, კონკურენცია გაუწიოს ტესლას და შექმნას თვითმართვადი მანქანა?
  •  ჩვენი ბავშვობის წიგნები – რა შთაბეჭდილება, ან რა ემოციები გვრჩება, ან გვაკავშირებს ბავშვობისას წაკითხულ წიგნებთან? როგორია ზრდასრული ადამიანის თვალით დანახული გავლენა, რომელიც ჩვენზე დიდი ხნის წინ წაკითხულმა ტექსტმა მოახდინა? რას ვკითხულობდით ჩვენ ბავშვობაში და რას კითხულობენ ჩვენი შვილები? იცვლება თუ არა ბავშვობის წიგნები და მათგან მიღებული პირველი ემოციები თაობებიდან თაობამდე?
  •  მხატვრის თვალით დანახული სამყარო – არის თუ არა მხატვრობისადმი გვარის მიდრეკილება გენეტიკური კოდი? ორიგინალურობით, ფერადოვნებით, კოლორიტითა და მაჟორული გამით გამორჩეული ნახატები, რომლებიც უცხოეთის არაერთ მუზეუმსა და მსოფლიოში ცნობილი ადამიანის კერძო კოლექციებში ინახება;
  •  მუსიკალური კალენდარი – რომელი საშობაო სიმღერები მოხვდა სიაში, რომელშიც მუსიკის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ შესრულებული კომპოზიციებია შეტანილი და რომელიც ამერიკელი კომპოზიტორების, ავტორების, ასევე მუსიკის გამომცემლების საზოგადოებამ გამოაქვეყნა 1930 წლიდან დღემდე რადიოს, ტელევიზიის და ინტერნეტის მონაცემების მიხედვით;
  •  აღმოაჩინე ამერიკათორნიკე ბერიშვილის რუბრიკა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: