#სახლისკენ - ბუნებასთან ახლოს
#სახლისკენ - ბუნებასთან ახლოს
  • FM ნავიგატორიgoogle-ის სიახლეები: როგორ დაგვეხმარება საძიებო სერვისი სასურველი სიმღერის მოძებნაში, თუ არც მისი სათაური და არც ტექსტის თუნდაც სულ პატარა ნაწყვეტი არ გვახსოვს და მხოლოდ მელოდიის წაღიღინება შეგვიძლია და რით განსხვავდება google-ის ახალი აპლიკაცია აქამდე არსებული მსგავსი აპლიკაციებისაგან; როდიდან და რატომ აპირებს google გააუქმოს აპლიკაცია, რომლის დახმარებითაც გადაუდებელი შემთხვევების დროს ადამიანების ადგილსამყოფელის აღმოჩენაა შესაძლებელი და რას შესთავაზებს მომხმარებლებს ამის სანაცვლოდ; რა სუსტი წერტილი უპოვეს ამერიკელმა და პოლონელმა მეცნიერებმა ახალ კორონა ვირუსს და როგორ დაეხმარება ეს აღმოჩენა Advanced Science-ის სტატიის ავტორების აზრით ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის შემუშავებაში მკვლევარებს;
  •  მეთევზის ფიქრნი წყლის პირას ანკესზე წამოგებული თევზის მოლოდინში, ანუ დაიჭირე წამი, ბუნებასთან ახლოს ყოფნისას;
  •  აღმოაჩინე თავიდან, ანუ რაც არ გინახავს საქართველოში, მაგრამ აუცილებლად უნდა ნახო, ვიდრე საზღვარგარეთ წახვალ. თუშეთი, რომლის მონახულებასაც ცხრა ზღვის გადალახვა არ სჭირდება და სადაც დაიჭერ წამს, როცა ყველაზე ახლოს ხარ ბუნებასთან;
  •  მუსიკალური კალენდარი – მუსიკასა და მუსიკოსებთან დაკავშირებული 5 ცრურწმენა, ანუ დაწყევლილი სიმღერები და მომღერლები, რომლებმაც, მოარული ხმების თანახმად, დიდებისა და წარმატების სანაცვლოდ ეშმაკს მიჰყიდეს სული; ცრურწმენებისა და მდიდარი ფანტაზიის მქონე მოცლილების მიერ შეთხზული საშიში ლეგენდები და ამ ლეგენდების თანახმად სახელგანთქმული მუსიკოსებისათვის „დადგენილი“ საბედისწერო ასაკი;
  •  აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონის პერიპეტიები თორნიკე ბერიშვილთან ერთად.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი