#სახლისკენ - ბავშვური აღქმის ანარეკლები
#სახლისკენ - ბავშვური აღქმის ანარეკლები
  • ჩვენი ბავშვობის წიგნები – ბავშვობაში წაკითხული რომელი წიგნები გვამახსოვრდება განსაკუთრებულად? რა ახდენდა ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას და ფერმკრთალდება თუ არა ბავშვობის ემოცია დროთა განმავლობაში; რა გავლენას ახდენს უფროსი დის ან ძმის ლიტერატურული გემოვნება უმცროსის არჩევანზე. იცვლება თუ არა თაობიდან თაობამდე ერთი და იმავე ნაწარმოებისადმი დამოკიდებულება და რატომ გვინდება ბავშვობაში წაკითხული ტექსტის ზრდასრულ ასაკში წაკითხვა, ან პირიქით – რამ შეიძლება აგვიცრუოს გული წიგნზე;
  •  FM ნავიგატორი – ჰოლივუდური ამბები: ვის აქვს „ოსკარების“ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვების შანსი? შეძლებენ თუ არა ემი ადამსი და გლენ ქლოუზი, რომლებსაც აქამდე არცერთხელ არ დაუმსახურებიათ კინოაკადემიის ჯილდო, ოსკაროსანი რეჟისორის, რონ ჰოვარდის ახალ ფილმში შესრულებული როლებისთვის ოსკარის მოპოვებას? რაზე გვიამბობს სტორიულ-ეპიკური დრამა, რომლის გადასაღებ მოედანზეც ხოაკინ ფენიქსი და რიდლი სკოტი კიდევ ერთხელ აღმოჩნდებიან ერთად?
  •  ბავშვის აღზრდის რთული პროცესი პირველი 3-4 წლის განმავლობაში და ამ პერიოდში გავრცელებული ყველაზე ხშირი თავსატეხი მშობლებისთვის – განშორების შფოთვა და დაძინების შიში, წარმოსახვითი პერსონაჟები, რომლებიც ბავშვებს მოსვენებას უკარგავენ, როგორ გავუმკლავდეთ ჩვენს პატარებთან ერთად ამ გამოწვევებს – ჩვენი სტუმარი იქნება ფსიქოლოგი ნანა გოგიჩაშვილი;
  •  მუსიკალური კალენდარი – არტისტები, რომლებმაც მხოლოდ ერთი პოპულარული კომპოზიციის ჩაწერა შეძლეს და ამის შემდეგ ჩრდილში მოექცნენ. შემსრულებლებზე ბევრად უფრო ცნობილი სიმღერები – რომელთა სახელიც კი არ გვახსოვს, მაგრამ მათი ერთადერთი ჰიტი ზეპირად ვიცით;
  •  აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონის პერიპეტიები თორნიკე ბერიშვილთან ერთად.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: