#სახლისკენ - არტისტული ტური სამცხე-ჯავახეთში
#სახლისკენ - არტისტული ტური სამცხე-ჯავახეთში
ნაკლებად ცნობილი სოფელი უცნაური სახელწოდებით ჭაჭკარი, რომელიც საყოველთაოდ ცნობილ კლდეში ნაკვეთ ქალაქს, ვარძიას თიხის მილების საშუალებით რძითა და ღვინით ამარაგებდა; ხერთვისისა და ოქროს ციხეები, უნიკალური ლანდშაფტით, საფარის მონასტრის განუმეორებელი ხიბლი და ნადირობის დროს აღმოჩენილი უცნობი ნანგრევები; უჩინარი სახლები უნიკალური მესხური ჭერით და უჩვეულო ტოპონიმები: ძველი, თოკი, აწყვიტა, იდუმალა, დამალა და სხვ; ჯავახეთის ალპური ზონის მკაცრი პეიზაჟების სითბო, პირველი კათოლიკური მისიების ადგილი და მისიონერების კულინარიული მემკვიდრეობა საქართველოში; აუღებელი თმოგვის ციხე და მისი დაცემის ლეგენდა; ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები, სანადირო სავარგულები, კურორტები და ადგილები პილიგრიმობისათვის; სამშაბათობით, რუბრიკაში „აღმოაჩინე საქართველო თავიდან“ გადაცემის სტუმრები სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანები გვიამბობენ ქვეყნის ნაკლებად პოპულარულ, ძნელად მისადგომ, მაგრამ ტურისტული თვალსაზრისით ძალიან საინტერესო ადგილებზე, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულო, ვიდრე უცხოეთში წახვალ; დღეს გთავაზობთ რადიო ტურს უდიდესი ისტორიულ-კულტურული ძეგლების მხარეში, სამცხე-ჯავახეთში, სადაც თავმოყრილია უამრავი რელიგიური და საფორტიფიკაციო ნაგებობა, ან ბუნების უნიკალური ძეგლები, რომლებიც ქვეყნის ისტორიას ინახავს;
სტუმარი – მსახიობი და რეჟისორი კახა გოგიძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: