#სახლისკენ - აკვანწულნაწნავებიანი გოგონა და ბავშვობის სხვა მეგობრები
#სახლისკენ - აკვანწულნაწნავებიანი გოგონა და ბავშვობის სხვა მეგობრები

წითურკიკინებიანი გოგოს თავგადასავალით მიღებული დაუვიწყარი შთაბეჭდილება და ბიოლოგიის სახელმძღვანელოს ყდაში გადამალული, ლამის ზეპირად ნასწავლი წიგნი; მამასთან ერთად „შექმნილი“ საბავშვო წიგნების პირადი ბიბლიოთეკა; კითხვის სიყვარულით ქალაქის ბიბლიოთეკაში მოხალისედ მუშაობა და დიდი გულმოდგინებით შევსებული ფორმულარები; პირველი შვილის მოლოდინში გაჩენილი წერის სურვილი და „სატკბილეთის ქვეყანა“, რომელმაც საკუთარი თავი აპოვნინა; პარასკევობით რუბრიკაში „ჩვენი ბავშვობის წიგნები“ გადაცემის სტუმრები, სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები გვიზიარებენ შთაბეჭდილებებსა და ემოციებს, რომლებიც მათ ბავშვობაში წაკითხულ ტექსტებთან აკავშირებს.

სტუმარი – მწერალი ირმა მალაციძე (სატელეფონო ჩართვა)

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: