#სახლისკენ - ახალი ქართული სტარტაპი „ჩუ“
#სახლისკენ - ახალი ქართული სტარტაპი „ჩუ“

ვსაუბრობთ ახალ ქართულ სტარტაპზე სახელწოდებით „ჩუ“, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ვისწავლოთ ჟესტური ენა და გავიმარტივოთ კომუნიკაცია სმენის პრობლემების მქონე ადამიანებთან. პროექტის იდეის ავტორები შეეცადნენ ჟესტური ენის სწავლის პროცესი სახალისო და მარტივი გაეხადათ, რასაც თამაშის მოფიქრების გზით მიაღწიეს. სამაგიდო თამაში გარდა იმისა, რომ გვასწავლის ჟესტურ ენას, ის ძალიან ეხმარება ჩვენი მეხსიერებისა და აზროვნების განვითარებასაც. თემის შესახებ ვრცლად გადაცემაში „სახლისკენ“ სტარტაპერმა, გურამ წიქვაძემ ისაუბრა.