#სახლისკენ - ახალი ღვინის ფესტივალი 2021
#სახლისკენ - ახალი ღვინის ფესტივალი 2021

27 ნოემბერს იწყება ახალი ღვინის ფესტივალი 2021, რომელიც წლების მანძილზე უკვე ნამდვილ დღესასწაულად ჩამოყალიბდა ღვინითა და მეღვინეობით დაინტერესებული ადამიანებისათვის და ფესტივალის მთავარი მიზანი კი ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება, ასევე სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა, მეღვინეებისთვის კი მომხმარებლისთვის საკუთარი პროდუქციის გაცნობისა და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებისა, და ყურძნის მივიწყებული ქართული ჯიშების აღმოჩენის შესაძლებლობაა;

სტუმრები – ნათია გაჩეჩილაძე, ახალი ღვინის ფესტივალის ორგანიზატორი და ირაკლი მინაძე, მეღვინეობა „ფერსვი“, ფესტივალის მონაწილე იმერეთიდან; მალხაზ ხარბედია, მწერალი ღვინის კლუბის დამფუძნებელი (სატელეფონო ჩართვა)

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: