#სახლისკენ - გრაკლიანი გორა - მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი შიდა ქართლში
#სახლისკენ - გრაკლიანი გორა - მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი შიდა ქართლში

გრაკლიანზე მრავალი უნიკალური არტეფაქტია აღმოჩენილი. მასალა მიეკუთვნება სხვადასხვა პერიოდს – პალეოლითიდან ძვ.წ. II-I საუკუნეებამდე.

გამოვლენილია ძვ. წ. VII საუკუნის ტაძარი და ორი საკურთხეველი, უძველესი წარწერა, საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები, სამარხები, ოქროს დისკო, რომელიც ძვ.წ. IV ათასწლეულით თარიღდება, იურიდიული დოკუმენტების საბეჭდავები და სხვა.

სატელეფონო ჩართვა: ვახტანგ ლიჩელი – არქეოლოგი, პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: