#სახლისკენ - აღმოაჩინე თავიდან თუშეთი, მთებში ჩამალული მარგალიტი
#სახლისკენ - აღმოაჩინე თავიდან თუშეთი, მთებში ჩამალული მარგალიტი

რამ შეიძლება დაგავიწყოს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გზის შიში და ღირს თუ არა მოსალოდნელი ფათერაკის გამო თუშეთის მონახულებაზე უარის თქმა? რა იწვევს „თუშურ დეპრესიას“? რატომ არის თუშეთში მოგზაურობა ისეთ თანამგზავრთან ერთად, ვინც კარგად იცნობს იქაურობას, უსაფრთხოსთან ერთად უფრო საინტერესოც? რით ჰგავს თუშეთის მონახულებით მისაღები შთაბეჭდილება ჯერ წაუკითხავი წიგნის წაკითხვის ბედნიერებას? თუშეთის ბუნების გარდა კიდევ რა ახდენს განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მოგზაურებზე? რა უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა თუშეთში დამოუკიდებლად მოგზაურობის დაგეგმვისას და როგორი ტურისტული ინფრასტრუქტურა ელოდება ვიზიტორს? საკმარისია თუ არა თუშეთის მთელი ხიბლის გასაგებად ამ მხარის მხოლოდ ერთხელ მონახულება და რითი არიან გამორჩეულები ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც პრობლემების მიუხედავად თუშეთში ცხოვრებაზე უარს არ ამბობენ, ინარჩუნებენ კულტურულ, ყოფით და კულინარიულ ტრადიციებს? სტუმარი – რეგიონული ტურიზმის კრეატიული განვითარების პროგრამის კოორდინატორი თეო დალაქიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: