რადიოკალენდარი - მიხეილ თუმანიშვილი
რადიოკალენდარი - მიხეილ თუმანიშვილი
„რამდენ ხანს გავძლებთ? ვინ იცის. რამდენსაც შევძლებთ, იმდენ ხანს ვიარსებებთ“ – 1978 წელს ამ სიტყვებს დიდი ქართველი რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი მის მიერ დაარსებული კინომსახიობთა თეატრის შესახებ წერდა. ამ თეატრში რეჟისორმა სიცოცხლის ბოლო 18 წელი გაატარა. კინომსახიობთა თეატრი, რომელსაც დღეს თუმანიშვილის თეატრს უწოდებენ 43 წელია არსებობს, 25 წელია კი მიხეილ თუმანიშვილის გარეშე აგრძელებს შემოქმედებით ცხოვრებას. ამ დროის მანძილზე სცენიდან არ ჩამოდის მიშა თუმანიშვილის ცნობილი სპექტაკლები „ ბაკულას ღორები“ და „ჩვენი პატარა ქალაქი“.
დიდ ქართველ რეჟისორს 2021 წელს დაბადებიდან 100 წელი უსრულდება.
„რადიოკალენდარში“ დღეს მიხეილ თუმანიშვილის შესახებ ვისაუბრებთ.
ჩვენი სტუდიის სტუმარია მსახიობი რუსუდან ბოლქვაძე.