#რადიოკალენდარი -  აკაკი ბაქრაძე
#რადიოკალენდარი - აკაკი ბაქრაძე
თუკი დაინტერესდებით როგორი იყო ლიტერატურა, კინო, თეატრი, გნებავთ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება საბჭოთა საქართველოში, სრულიად წარმოუდგენელია ეს შეძლოთ აკაკი ბაქრაძის პუბლიკაციების და წიგნების გარეშე. ამ მემკვიდრეობამ რვა მოზრდილი ტომი შეადგინა.
90-იან წლებში აკაკი ბაქრაძეს ხშირად უთქვამს: „მეგონა, რაღაც ნათელს ვაღვიძებდი და ბნელი გამიღვიძებიაო“. ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე მიიჩნევდა, რომ მას არ მოუსმინეს, და რაც მთავარია, არაფერი არ ისწავლეს მისგან. არადა 80-იანებშიც კი, ძალიან ბევრი ახალგაზრდა დადიოდა აკაკი ბაქრაძის ლექციებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც რამდენჯერმე აკრძალეს.
29 მარტს აკაკი ბაქრაძის დაბადებიდან 93 წელი სრულდება. „რადიოკალენდარის“ სტუმარია ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: