#რადიოკალენდარი – 200 წელი 1820 წლის აჯანყებიდან იმერეთში

17:34, 22.10.2020
-0:00

200 წლის წინ, რუსეთის საოკუპაციო მმართველობის წინააღმდეგ, იმერეთსა და გურიაში მომხდარი აჯანყება, ისტორიაში 1820 წლის იმერეთის აჯანყების სახელითაა ცნობილი, რომელიც 1818 წელს საქართველოს ეგზარქოსად დანიშნული თეოფილაქტე რუსანოვის გადაწყვეტილებამ გამოიწვია – საეკლესიო რეფორმები გაეტარებინა დასავლეთ საქართველოში. ეს ის დროა, როცა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმეს და რუსეთის სინოდს დაუმორჩილეს. საქართველოს ეკლესიის სამართავად 1815 წელს კი საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორა შექმნეს. საქართველოს კათალიკოსის თანამდებობა გაუქმდა, რის შემდეგაც რუსეთმა დასავლეთ საქართველოს ეპარქიების დამორჩილებაც გადაწყვიტა.

1820 წლის აჯანყების შესახებ „რადიოკალენდარში“ ისტორიის დოქტორთან, პროფესორ ლევან ტყეშელაშვილთან ვსაუბრობთ.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

მსგავსი