#რადიოკალენდარი - ვერიკო ანჯაფარიძე
#რადიოკალენდარი - ვერიკო ანჯაფარიძე
6 ოქტომბერი (ძვ. სტილით 23 სექტემბერი) ვერიკო ანჯაფარიძის დაბადების დღეა. ინტერნეტსივრცეში, ზოგიერთ ლექსიკონსა და ცნობარში გავრცელებული მონაცემებით წელს დიდ მსახიობს 120 წელი შუესრულდებოდა. მაგრამ, არსებობს სხვა ცნობაც, რომელსაც იზიარებენ თეატრმცოდნეები, ვერიკო ანჯაფარიძის შემოქმედების მკვლევრები, რომ მსახიობი არა 1900 წელს, არამედ 1897 წელს დაბადებულა. ორი თარიღის არსებობის გამო, ჩვენ გადავწყვიტეთ „რადიოკალენდარში“ ავღნიშნოთ ვერიკო ანჯაფარიძის არა საიუბილეო, მრგვალი თარიღი, არამედ უბრალოდ მისი დაბადების დღე. „რადიოკალენდარის“ სტუმარია აკაკი კუჭუხიძე.