რადიო ექსპრესი - „ყველა ტიტული მოვიცილე. დამრჩა ერთი - გელა ჩარკვიანი“ I 07.11.2022
რადიო ექსპრესი - „ყველა ტიტული მოვიცილე. დამრჩა ერთი - გელა ჩარკვიანი“ I 07.11.2022

„რეკომენდაცია ახალგაზრდებისთვის – ჩვენი ახალგაზრდები ფხიზლად უნდა იყვნენ, რათა არ დაკარგონ ჩვენი ორი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი – საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფალი საზოგადოება. ისეთი არავინ უნდა წამოისკუპონ თავზე, ვინც შეძლებს, საქართველო ისევ შეათრიოს სადღაც და ამ გზით გააუქმოს ქვეყნის სუვერენიტეტი. ფხიზლად უნდა იყვნენ, მაგრამ იმისთვის, რომ არ მოტყუვდნენ, უნდა იყვნენ განათლებულები.

პოლიტიკოსები იოლად ატყუებენ მათ, ვინც საკმარისად განათლებული არ არის. უნდა იკითხონ რაც შეიძლება მეტი და თავის პროფესიულ ლიტერატურასთან ერთად, ვურჩევდი, კარგად შეისწავლონ ისტორია და პოლიტიკური ფილოსოფია. უნდა იცოდნენ სახელმწიფოს მოწყობის მოდელები და ის, თუ როგორ ფუნქციონირებს დემოკრატია. ასე გამოუმუშავდებათ იმუნიტეტი ყოველგვარი სოციალური, თუ სხვა ტიპის დემაგოგიის წინააღმდეგ. ამგვარად, ჩვენ არა მარტო შევინარჩუნებთ ჩვენს მონაპოვარს, არამედ გავზრდით და განვავითარებთ მას“, – გელა ჩარკვიანი.

სტუმარი: თეონა ჩარკვიანი – მოცეკვავე, თაკო კიკვაძე – გამომცემლობა „ინტელექტის“ პროექტების მენეჯერი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: