პიკის საათი - წმ.გიორგის ტროპარის პრემიერა 
პიკის საათი - წმ.გიორგის ტროპარის პრემიერა 

2020 წელს, პანდემიის პირობებში, ახალგაზრდული ანსამბლი „ბგერთა ფერი“  შეიქმნა, რომელსაც რატი ჯულაყიძე და ნინო ქუმსიშვილი ხელმძღვანელობენ. ანსამბლი  13-18 წლის ათი წევრისაგან შედგება.„ფერთა გამამ“ 2020 წელს,  ბათუმში გამართულ ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსზე „აბრეშუმის გზა,“მეორე პრემია მოიპოვა. ახალგაზრდული ანსამბლის რეპერტუარი ხალხურ და აკადემიურ მრავალხმიან სიმღერებს მოიცავს.

ჩანაწერში ცოცხალი შესრულებით მოისმენთ ორ ნაწარმოებს:

  • შოთა მილორავას სიმღერა „მას საქართველო ჰქვია“
  • რატი ჯულაყიძის დაწერილი წმ. გიორგის ტროპარი

სტუმრები: რატი ჯულაყიძე და ნინო ქუმსიშვილი – ანსამბლ „ბგერათა ფერის“ ხელმძღვანელები; გრიფირებული სახელმძღვანელოებისა და სანოტო კრებულ „ნანინას“ ავტორები

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: