პიკის საათი - „თამაშის დასასრული“ „სტუპკას კოდის“ დასაწყისში
პიკის საათი - „თამაშის დასასრული“ „სტუპკას კოდის“ დასაწყისში

„სპეციალურად ვიკითხე და მიპასუხეს – ტაში 15 წუთი გაგრძელდა“ – ამბობს ნანა ფაჩუაშვილი, კიევში, ივან ფრანკოს სახელობის თეატრში გამართულ  სპექტაკლზე საუბრისას.

19-21 ნოემბერს, კიევში, პირველი საერთაშორისო სამხატვრო ფესტივალი „სტუპკას კოდი“ ჩატარდა, რომელიც ლეგენდარული უკრაინელი მსახიობის ბოგდან სტუპკას 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. ფესტივალზე  სტუმარი ქვეყნის სტატუსით საქართველო მიიწვიეს. ფესტივალის იდეა თავად ბოგდან სტუპკას ეკუთვნის, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს ცდილობდა ისეთი საერთაშორისო სახელოვნებო პლატფორმა შეექმნა, რომელიც უკრაინას ამიერკავკასიის, ბალტიისპირეთისა და პოლონეთის ხელოვანების შეხვედრის ადგილად აქცევდა.

„თამაშის დასასრული“ რობერტ სტურუას სპექტაკლია, რომლის პრემიერა 2020 წლის თებერვალში ონლაინ რეჟიმში შედგა. სპექტაკლის საფესტივალო ცხოვრება ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალით დაიწყო, შემდეგ იყო გასტროლი ვლადივოსტოკში და ახლა უკვე უკრაინელ მაყურებელს მიეცა ბოგდან სტუპკას დიდი ხნის მეგობრის, რობერტ სტურუას ნამუშევრის შეფასების საშუალება.

  • მასალა მომზადდა ქართული დრამის თეატრისათვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭებიდან 100 წლის იუბილეს გამო.

სატელეფონო ჩართვა: ნანა ფაჩუაშვილი – მსახიობი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: