პიკის საათი - „წითელი  მგზავრები“
პიკის საათი - „წითელი  მგზავრები“

უკვე ხუთი წელია, რაც ქანდაკებაზე მუშაობს. ბედი სხვადასხვა პროფესიაში სცადა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, საკუთარი თავი ქანდაკებაში იპოვა. მისი შემოქმედების მთავარი მესიჯი საზოგადოებაში  დამკვიდრებული ვიზუალური სტერეოტიპების მსხვრევაა. თამარ თოიძე გამოფენის „წითელი მგზავრები“ მონაწილეა. გამოფენა „არტ გალერეა ვაკეში“ 20 დეკემბრამდე გასტანს და ვახტანგ მეგრელიშვილის, რამაზ ჩანტლაძის, თაკო შაშიაშვილის, თამარ თალი თოიძისმარიამ ბაიდოშვილისა და გოდერძი სეხნიაიძის ნამუშევრებს აერთიანებს.

სტუმარი: თამარ თალი თოიძე – მოქანდაკე.

წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: