პიკის საათი - „საქართველოს ვარსკვლავის“ ცოცხალი კონცერტები იწყება
პიკის საათი - „საქართველოს ვარსკვლავის“ ცოცხალი კონცერტები იწყება

16 ნოემბრიდან, „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალისტები თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე გადაინაცვლებენ, სადაც ცოცხალი კონცერტები დაიწყება. კონკურსის მთავარი პრიზისთვის, ევროვიზიის საგზურისთვის, ათი კონკურსანტი იბრძოლებს: მერაბ ამზოევი, მარიამ გოგიბერიძე, ანრი გუჩმანიძე, თამარ კაკალაშვილი, ნიკა კალანდაძე, დავით რუსაძე, ბარბარა სამხარაძე, მარიამ შენგელია, ლიზა შენგელია და თორნიკე ყიფიანი. კონკურსს ყოველ შაბათს თითო მონაწილე გამოეთიშება. გადაწყვეტილებას მხოლოდ მაყურებელი, ფეისბუქ-მესინჯერის, სატელეფონო ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით მიიღებს. „საქართველოს ვარსკვლავის“ მეორე სეზონის გამარჯვებული და „ევროვიზია 2020“-ის ქართველი მონაწილე 31 დეკემბერს საახალწლო ეთერში გამოვლინდება.

სატელეფონო ჩართვა: თინათინ ბერძენიშვილი – პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: