პიკის საათი – ,,ვინც თავისი თავი შექმნა“

12:54, 21.03.2019
-0:00

22 მარტს 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეჟისორის, სახალხო არტისტის, საზოგადო მოღვაწის, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კინო-ტელე-ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის მერაბ კოკოჩაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება მერაბ კოკოჩაშვილისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი  – ,,ვინც თავისი თავი შექმნა“

შეგახსენებთ, რომ 21 მარტი მერაბ კოკოჩაშვილის დაბადების დღეა.

სტუმარი: ნინო კაკულია – ფილმის ავტორი; გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი.

  

მსგავსი