პიკის საათი - „უორდროპები და ქართული ტრადიციული მუსიკა“
პიკის საათი - „უორდროპები და ქართული ტრადიციული მუსიკა“

ბრიტანელი და-ძმის – ოლივერ და მარჯორი უორდროპების მიერ ქართველოლოგიის სფეროში გაწეული ღვაწლი სათანადოდ არის შეფასებული, თუმცა არაფერი დაწერილა ქართულ ტრადიციულ მუსიკასთან მათ კავშირზე. ეთნომუსიკოლოგ ნინო კალანდაძის ლექცია „უორდროპები და ქართული ტრადიციული მუსიკა“ წარმოაჩენს უორდროპების წიგნებსა და ჩანაწერებში XIX-XX საუკუნის მიჯნის საქართველოს მუსიკალური ყოფის ამსახველ ფრაგმენტებს. აგრეთვე, ოქსფორდის ბოდლის ბიბლიოთეკის მარჯორი უორდროპის ფონდში დაცულ ქართულ სანოტო მასალას.

სტუმარი: ნინო კალანდაძეეთნომუსიკოლოგი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.