პიკის საათი - ქართველთა კულტურის კერა „ლაზი“ პარიზში
პიკის საათი - ქართველთა კულტურის კერა „ლაზი“ პარიზში

პარიზში მოქმედი ქართველთა კულტურის კერა „ლაზი“ საფრანგეთში გასტროლზე მყოფ ჯგუფ „ფრანს“ მასპინძლობს. 19 აპრილს, პარიზის მე 18 უბნის მერიაში, მუსიკოსების ოფიციალური მიღება შედგება. 27 აპრილს კი, სენჟერმენის დიდ საკონცერტო დარბაზში, ჯგუფი „ფრანი“ და ვია „ლაზი“ მაყურებლისათვის ერთობლივ კონცერტს გამართავს. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ქართველთა კულტურის კერა „ლაზი“ დაარსებიდან 10 წლისთავს აღნიშნავს.

სატელეფონო ჩართვა პარიზიდან: ალექსანდრე ჭაუჭიძე – პარიზში მოქმედი ქართული ვოკალურ-ინსტრიმენტალური ჯგუფის „ლაზი“ ხელმძღვანელი. ქართველი ხელოვანი, ქალაქ რუსთავის საპატიო მოქალაქე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული, გახლავთ ქართველი პიანისტ-ფლეიტისტ-კომპოზიტორი, საქართველოს პრეზიდენტის დავ. სპივაკოვის სახელობის სტიპენდიანტი, მრავალი მუსიკალური საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული

წამყვანი: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

  

დატოვე კომენტარი