პიკის საათი - თინათინ ჩხარტიშვილის გზა ეკომოხალისეობიდან საერთაშორისო მნიშვნელობის ეკოპროექტებამდე 
პიკის საათი - თინათინ ჩხარტიშვილის გზა ეკომოხალისეობიდან საერთაშორისო მნიშვნელობის ეკოპროექტებამდე 

ბუნება ბავშვობიდანვე შეაყვარა პაპამ.  სკოლის დასრულებისთანავე  ბიოლოგიის მიმართულებით განაგრძო სწავლა. მოგვიანებით ეკოლოგიით დაინტერესდა და ცდილობს რაც შეიძლება ბევრი ადამიანი,  განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, დააინტერესოს ამ სფეროში არსებული პრობლემებით. აქტიურადაა  ჩართული საქართველო-გემრანიის ბიომრავალფეროვნების კვლევის ცენტრის (GGBC) კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების (CaBOL) პროექტში.  პროექტის მიზანი  კავკასიის ჯერ კიდევ ხელშეუხებელი ბიომრავალფეროვნების კვლევაა.  ცოტა ხნის წინ, ტყის რესურსებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის ჭიჭიკო ჯანელიძის სახელობის მწვანე სტიპენდია მიიღო, რომელსაც ტყეებზე  ურბანული ზეწოლის საკითხის შესწავლას მოახმარს.

სტუმარი: თინათინ ჩხარტიშვილი – ეკოლოგიის მაგისტრი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: