პიკის საათი - თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმის ახალი მისამართი
„წლების განმავლობაში დამალული თოჯინები 2012 წლიდან ელოდნენ საკუთარ სახლსა და სტუმრებს. სიმბოლურია, რომ 1937 წელს დაბადებული მუზეუმი XXI საუკუნეში ახალ ცხოვრებას იწყებს“ – ნინი სანადირაძე.
თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განთავსდება. მუზეუმი 1937 წელს თინათინ თუმანიშვილმა დააარსა და საკუთარი კოლექციის მუზეუმისათვის გადაცემით მაგალითად იქცა იმ ადამიანებისთვის, ვინც პერიოდულად შეავსო მუზეუმის ფონდი.
სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმი იმთავითვე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრი იყო, სადაც ვიზიტორები ქართული, თუ უცხოური კულტურის ამბავს თოჯინებთან „დიალოგით“ ეცნობიან.
სტუმარი: ნინი სანადირაძე – თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: