1, 2 და 3 აპრილს, „თბილისის კამერული თეატრი“ წარმოგიდგენთ სემუელ ბეკეტის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „ბედნიერი დღეები“.
თანამედროვე სამყაროში აბსურდის ჟანრმა დრამატურგიაში კიდევ მეტი მნიშვნელობა და აქტუალობა შეიძინა. წარმოდგენა მოგვითხრობს უკაცრიელ და განადგურებულ დედამიწაზე დარჩენილი ორი ადამიანის ისტორიას.
მთავარი გმირებიდან ვინნი – სინათლისა და რწმენის მატარებელია, ხოლო ვილლი მუდმივად უიმედო. ის და მისი მეუღლე მთელი სიმძაფრით მიგვითითებენ ადამიანურ ურთიერთობებზე.
ისინი დაგვაფიქრებენ სიცოცხლის არსზე, სიყვარულზე, რწმენაზე, სიკვდილზე, იმედსა და უიმედობაზე, იმ მთავარ ღირებულებებზე, რომლებიც დღეს ჰაერივით საჭირო გახდა თანამედროვე ადამიანის გადარჩენისთვის.
სტუმარი: გიორგი აფხაზავა – თბილისის კამერული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
