პიკის საათი - თარიღი, რომელმაც კოტე მარჯანიშვილისა და თემურ ჩხეიძის ამბავი გააერთიანა
პიკის საათი - თარიღი, რომელმაც კოტე მარჯანიშვილისა და თემურ ჩხეიძის ამბავი გააერთიანა
  • 9 ივნისს კოტე მარჯანიშვილის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა

„როგორც ყველა დიდ ხელოვანს, მასაც ჰქონდა გარკვეული წინააღმდეგობები.  განსაკუთრებით იმ ეპოქაში,  როდესაც ახალი უნდა დაინერგოს. ჩვენ კი ახლის მიღება იოლად არ შეგვიძლია…  ალბათ, ეპოქამ განაპირობა ის, რომ გადმონაშთი გვგონია ადამიანების გახსენება და საიუბილეო თარიღების პომპეზურად აღნიშვნა, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს არის ღვაწლის დაფასება იმ ადამიანისა, რომელმაც მოგვიტანა ის, რაც დღეს გვაქვს“

  • 9 ივნისს საქართველო თემურ ჩხეიძეს გამოემშვიდობება

„თემურ ჩხეიძე არა მხოლოდ საქართველომ, არამედ მსოფლიო თეატრალურმა კულტურამ დაკარგა, რადგან ის თეატრალური ესთეტიკისა და ხელოვნების კარგი გამგრძელებელი და, ამავე დროს, ბევრ რამეში ნოვატორი იყო“

სტუმარი: გოგა ჩართოლანი – საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივის ხელმძღვანელი; პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: