პიკის საათი -  „სინექსპრესი“ - ახალი ელექტრონული ჟურნალი
პიკის საათი - „სინექსპრესი“ - ახალი ელექტრონული ჟურნალი
  • „სინექსპრესი“ („CinExpress“ – Cinematic Expression) იმ ქართველი კინემატოგრაფისტების გაერთიანებაა, რომელთაც გულწრფელად სჯერათ, რომ ქართულ კინოში ახლებური მიდგომებისა და ცხოველმყოფელი იდეების შემოტანის ჟამი დადგა. თუმცა, ამისათვის, რა თქმა უნდა, აუცილებელია ჩამოყალიბდეს იმგვარი ფიზიკური თუ ვირტუალური სივრცეები, სადაც კინემატოგრაფზე მსჯელობა გასცდება მისი „წაკითხვა“-ინტერპრეტირების ზედაპირულ მცდელობებს, წინასწარშემუშავებული, აკვიატებული და ფსევდოინტელექტუალური განსჯის ხასიათს და, საბოლოოდ, მიიღებს იმგვარ ფორმას, რომლისთვისაც საკუთრივ კრიტიკა და უსასრულო კამათი კი არ იქნება თვითმიზანი, არამედ თავად საკვლევი თემები გახდება მნიშვნელოვანი.

შემოქმედებითმა ჯგუფმა პირველი ნომრის თემად შეარჩია „ქალაქი და კინო“

სტუმარი: ალექსანდრე გაბელია – კინომკვლევარი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: