პიკის საათი - „სიკვდილი მძიმე შრომაა“
პიკის საათი - „სიკვდილი მძიმე შრომაა“

2019 წელს ამერიკული National Book Award ლიტერატურული ჯილდოს თარგმნილი ლიტერატურის ნომინაციაში გამარჯვებული ხალიდ ხალიფა წარმატებული სირიელი რომანისტია. სამშობლოში არაერთხელ აკრძალული ავტორი ორჯერ მოხვდა არაბული მწერლობის საერთაშორისო პრიზის Man Booker International Prize for Arabic Fiction ნომინაციის მოკლე სიაში (2008 და 2014 წლებში), მიღებული აქვს ნაჯიბ მაჰფუზის მედალი ლიტერატურაში.

მალე ქართველი მკითხველი ხალიდ ხალიფას რომანს „სიკვდილი მძიმე შრომაა“ ქართულად წაიკითხავს.

დამასკოდან სირიის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ ანაბიისკენ მიმავალი მიკროავტობუსი წვალებით მიიკვლევს გზას. მანქანაში გვამი, ორი კაცი და ერთი ქალია, მდუმარე, მოღუშული სახეებით. გარეთ სასტიკი ომია, რომელიც მსხვერპლით ვერ ძღება. ომში სიკვდილი ბრმაა, მსხვერპლს არ არჩევს… უამრავი საკონტროლო პუნქტისა და გამოუვალი მდგომარეობის დაძლევა უწევთ და-ძმებს მამის უკანასკნელი ანდერძის აღსასრულებლად – მისი ნეშტი მშობლიური სოფლის, ანაბიის, მიწას მიაბარონ… და რაკი სიკვდილი მძიმე შრომაა რომანის გმირებისთვის, ეს ხუთდღიანი ურთულესი გზა, დამასკოდან ანაბიამდე, საკუთარი თავის აღმოჩენის გზაცაა.

სტუმარი: დარეჯან გარდავაძე – მთარგმნელი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: