პიკის საათი - დმანისის თეატრი 31 წლისაა
პიკის საათი - დმანისის თეატრი 31 წლისაა

19 იანვარს, ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის facebook გვერდზე, 2020 წლის ვიდეოანგარიში გამოქვეყნდება, რაც ერთგვარ ტრადიციად იქცევა.

2020 წელს დმანისის თეატრის დაარსებიდან 30 წელი შესრულდა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირობებში თითქმის ყველა საიუბილეო ღონისძიება გაუქმდა, დმანისის თეატრში ერთი დღითაც არ შეწყვეტილა შემოქმედებითი პროცესი. თეატრმა ამ რთულ პერიოდში არაერთი აქტივობა შესთავაზა თავის მაყურებელს ონლაინ თუ ღია სივრცეებში:

13 წარმოდგენა ღია სივრცეში და სრულიად უსასყიდლოდ. 12 წარმოდგენა ონლაინ სივრცეში, 2 პრემიერა, 3 გასტროლი და ერთიც ფესტივალი.

რესპონდენტი: ლაშა ჩხვიმიანი – ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: