პიკის საათი - შეხვედრა „პატიოსან მატყუარასთან“
პიკის საათი - შეხვედრა „პატიოსან მატყუარასთან“
  • „6 წლის წინ საქართველოში ბევრი ადამიანი დამხვდა.6 წლის შემდეგ თქვენ დაბრუნდით. ამის ხილვა ძალიან სასიამოვნოა. ასე რომ, სიყვარული 3 წელზე მეტ ხანს გრძელდება. დიდი მადლობა ამისთვის!“

4 მაისს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ფრანგი მწერლის შემოქმედების სიყვარულით უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. როგორც აღმოჩნდა, მკითხველს 6 წლის განმავლობაში მწერალთან ახალი თემებიც დაუგროვდა სასაუბროდ- თავისუფლება, ომი, დამოუკიდებლობა, უკრაინა,მწერლების ძალა მთელ ამ პროცესებში და ბეგბედერის ახალი წიგნი „დამბა ატლანტიკის პირისპირ“. დამსწრე საზოგადოებას შორის იყო ფოტოგრაფი ლარა მიშელიც, რომელიც მეუღლესაც გულშემატკივრობდა და „პიკის საათთან“ სასაუბროდაც სიამოვნებით გამონახა დრო. შეხვედრის მიწურულს ფრედერიკ ბეგბედერმა „პიკის საათის“ მსმენელს აუდიო ავტოგრაფი დაუტოვა.

ავტორი: ელენე ტუშური

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

 

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: