პიკის საათი - საზაფხულო უნივერსიტეტი
პიკის საათი - საზაფხულო უნივერსიტეტი

2019 წლის 17 ივლისი – 1 აგვისტოს, ევროპის სტუდენტთა ფორუმი – თბილისი (AEGEE-Tbilisi) მასპინძლობს საზაფხულო უნივერსიტეტის პროექტს „Drop of Wine from Mountain to Sea“. პროექტი ატარებს კულტურულ-შემეცნებით ხასიათს, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოსა და კავკასიის რეგიონის გაცნობა, ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება ევროპელ სტუდენტებში, რომელთა 90% პირველად სტუმრობს ჩვენს ქვეყანას. ორი კვირის მანძილზე მონაწილეები სხვადასხვა აქტივობითა და სამუშაო შეხვედრებით გაეცნობიან საქართველოს, ქართულ კულტურასა და ტრადიციებს, მოინახულებენ ქვეყნის ისტორიულ ადგილებს და დააგემოვნებენ ტრადიციულ კერძებს.

სტუმარი: სოფო ხუნდაძე – საზაფხულო უნივერსიტეტის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, ტუდორ ჯორჯ ფლორინი – პროექტის მონაწილე, ხაის ნანემბეხი- პროექტის მონაწილე.

წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.