პიკის საათი - საქართველოს რადიოს მეორე არხი ქუთაისსა და ბათუმში
პიკის საათი - საქართველოს რადიოს მეორე არხი ქუთაისსა და ბათუმში

2019 წელი საქართველოს რადიოს ტექნიკური განვითარებისათვის საკმაოდ პრინციპული წელი იყო. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, საქართველოს რადიოს ორჯერ მეტი შეღწევადობა აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა რადიოსადგურს საქართველოში. 2019 წელს, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ტელერადიოცენტრის მიერ განხორციელებული პროექტის შედეგად, მანამდე მოქმედი 25 სადგურის ნაცვლად დღეს უკვე 50 რადიოგადამცემი სრულფასოვნად მუშაობს.

საყურადღებოა, რომ 2020 წლისათვის ქუთაისში და ბათუმში საქართველოს რადიოს მეორე არხის – რადიო-2-ის სადგურების ამოქმედება იგეგმება. შეგახსენებთ, რომ რადიო-2 საქართველოს რადიოს მუსიკალური არხია, რომელიც მაუწყებლობს ტალღაზე FM 100.9.

წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: