პიკის საათი – საქართველო და ქართველები ევროპულ მინიატურულ და მცირეფორმატიან რუკებსა და ჩანახატებზე: XVI-XIX საუკუნეები
„საქართველო და ქართველები“ – გამოფენა, რომელიც XVI-XIX საუკუნეებში ევროპულ მინიატურულ და მცირეფორმატიან რუკებსა და ჩანახატებზე საქართველოსა და ქართველების კვალზე მიგვანიშნებს. ექსპონატების უმეტესობას ქართული დაინტერესებული საზოგადოება პირველად იხილავს. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი რუკების ნაწილი ერთეული ეგზემპლარების სახით არის შემორჩენილი, რაც მათ ფასეულობას და მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. გამოფენილი რუკები შექმნილია ისეთი ევროპელი გეოგრაფების და კარტოგრაფების მიერ, როგორებიც იყვნენ გასტალდი, ჰონდიუსი, გალი, ორტელიუსი, მიუნსტერი, სპიდი, მაჯინი, დიუვალი, სელერი, მორდენი, ლოტერი და სხვები.
გამოფენისთვის შერჩეული ქართველთა ეთნოგრაფიული ტიპაჟების კოლექცია, რაც მნიშვნელოვან პირველწყაროს წარმოადგენს იმის გასარკვევად, თუ როგორი იყო საუკუნეების მანძილზე ევროპელების აღქმა და წარმოდგენები ქართველთა ჩაცმულობის და გარეგნობის შესახებ. წარმოდგენილ ნიმუშებს შორის იხილავთ ვეჩელიოს, კუსტოს, ლეპრენსის, როდრიგესის, დემარტრისის, დიუფლოს, შოპენის, ლარუს, რურგის, ჰასლერის და სხვა ევროპელ მხატვართა გრავიურებს და ლითოგრაფიებს. დამთვალიერებლისათვის ასევე საინტერესო იქნება ძველი თბილისის ამსახველი რამდენიმე ევროპული გრავიურის ხილვაც.
სტუმარი: გიორგი სორდია – ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრის ხელმძღვანელი
წამყვანი: სოფო გოდუაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

