პიკის საათი - სამეცნიერო კრებული ,,ბაღვაშები“
პიკის საათი - სამეცნიერო კრებული ,,ბაღვაშები“

VIII-XIII საუკუნეები უაღრესად მნიშვნელოვანი პერიოდია საქართველოს ისტორიაში. სწორედ ამ დროს ადგილი ჰქონდა არაბობის განმტკიცებას, შემდეგ „რეკონკისტას“, ბიზანტიის აგრესიის მოგერიებას, ბრძოლას სელჩუკებთან, ქვეყნის გაერთიანებასა და სამხრეთ კავკასიაში უძლიერესი სახელმწიფოს შექმნას, კულტურის არნახულ აყვავებას, ბოლოს კი მონღოლთა მიერ ქვეყნის დიდი ნაწილის ხელში ჩაგდებას. სწორედ ამ ხანაში ისტორიულ ასპარეზზე მოსჩანან ბაღვაშები (და მათი ძირითადი განშტოებები – კახაბერისძეები და ორბელები), ქვეყნის ერთ-ერთი უძლიერესი საგვარეულო.

სამეცნიერო კრებულში ,,ბაღვაშები“ განხილულია ბაღვაშების, კახაბერისძეების, ორბელების გენეალოგია, ონომასტიკა, ფსიქოლოგიური დახასიათება, იურიდიული შეფასება, ადგილი საქართველოს ისტორიაში, მოღვაწეობა ქვეყნის გარეთ, მათ მიერ აშენებული ეკლესიის ზოგიერთი ხელოვნებათმცოდნეობითი ასპექტი, კავშირები სხვა ისტორიულ პირებთან. 6 კრებულში შემავალი სტატიების ავტორები არიან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, სხვა დაწესებულებებში მოღვაწე ისტორიკოსები, იურისტი, ხელოვნებათმცოდნე, ფსიქოლოგი, ასევე მკვლევრები ავსტრიიდან და სომხეთიდან. ვფიქრობთ, კრებული თავის ადგილს დაიკავებს თანამედროვე „ბაღვაშიანაში“, ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელებას.

სტრუმარი: ყარამან ფაღავა – პედიატრი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; სამეცნიერო კრებულის „ბაღვაში“ რედაქტორი

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: