პიკის საათი - საბავშვო ევროვიზია 2018
პიკის საათი - საბავშვო ევროვიზია 2018

საბავშვო ევროვიიზის ქართველი მონაწილე თამარ ედილაშვილი, კონკურსამდე 2 დღით ადრე, „პიკის საათის“ მსმენელს უზიარებს მოლოდინსა და შთაბეჭდილებებს. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს თამარ ედილაშვილი წარადგენს, სიმღერით „შენი ხმა“. სიმღერის ავტორია სოფო ტოროშელიძე, ხოლო ტექსტი ალექსანდრე ლორთქიფანიძეს ეკუთვნის. საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-16 სიმღერის კონკურსს ბელორუსი მასპინძლობს. მასშტაბური შოუ მინსკში 25 ნოემბერს გაიმართება.