პიკის საათი - როდის ვართ ყველაზე ბედნიერი?
პიკის საათი - როდის ვართ ყველაზე ბედნიერი?

„ცხოვრება, როგორც პერფორმანსი“  – ესე ამბავი ჩემი, ჩვენი, თუ სხვათა ცხოვრებისეული გაკვეთილებისა, წინსვლისა და თვითრეალიზებისა, შინაგანი მოტივაციის მაგალითებით, სიტუაციური ანალიზით და სასარგებლო რჩევებით“ – მაკო ჯაოშვილი.

29 ივნისს, ფესტივალ „თბილისი რიტმი 2022-ის“ ფარგლებში, შედგება საღამო, რომელიც შეეცდება უპასუხოს კითხვას – როდის ვართ ყველაზე ბედნიერი? საღამოს იდეა მაკო ჯაოშვილის პირველ  წიგნს „ცხოვრება, როგორც პერფორმანსი“ უკავშირდება.  სამოტივაციო ჟანრის ამ წიგნში ამბებად არის შეკრებილი ავტორისა თუ სხვა ცნობილი ან ნაკლებ ცნობადი ადამიანების პიროვნული ტრანსფორმირების მაგალითები, თუ როგორ შევიცვალოთ უკეთესობისკენ.

სტუმრები: ანი ლაღიძე – ფესტივალ „თბილისი რიტმი 2022-ის“ დამფუძნებელი და ორგანიზატორი; მაკო ჯაოშვილი – კომუნიკაციის ექსპერტი, პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი, ავტორი წიგნისა „ცხოვრება როგორც პერფორმანსი“

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: