პიკის საათი – „რადიკალური იმედი”

10:57, 02.06.2022
-0:00
  • ეროვნულ გალერეაში, არტისტერიუმის ორგანიზებითა და თბილისში პოლონური ინსტიტუტის მხარდაჭერით,  პოლონური და აღმოსავლეთ ევროპული თანამედროვე ხელოვნების კოლექციების გამოფენა გაიმართება. ექსპოზიცია,  სახელწოდებით „რადიკალური იმედი“, ორმოცდაათამდე მხატვრის სხვადასხვა მედიუმში შესრულებულ ნამუშევრებს აერთიანებს.
  • ბიალისტოკის გალერეა არსენალის „კოლექცია II“, რომელსაც ეროვნულ გალერეაში არტისტერიუმის მაყურებელი ნახავს,  ერთ-ერთი საუკეთესო კოლექციაა პოლონეთში, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ პოლონური თანამედროვე ხელოვნების სცენას, უკანასკნელი 30 წლის მანძილზე, არამედ ცენტრალურ ევროპასაც. გამოფენის კურატორია მონიკა შევჩიკი, გალერეა „არსენალი“, ბიალისტოკი, პოლონეთი.
  • გამოფენის გახსნას ეროვნულ მუზეუმში დაესწრებიან პოლონელი სტუმრები: მიხალ კაპაპუდა  – ქ. ლუბლინის მერიის კულტურის დეპარტამენტის დირექტორი; ვოლდემარ ტატარჩუკი – ლუბლინის გალერეა „ლაბირინთის“ დირექტორი; მარეკ ვასილენსკი – პოზნანის გალერეა „არსენალის“ დირექტორი.
  • გამოფენის გახსნაზე გაკეთდება განცხადება 2024 წლის არტისტერიუმის, პოლონეთის ქ. ლუბლინში ჩატარების შესახებ, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული თანამედროვე ხელოვნება და კულტურა.

სატელეფონო ჩართვა: მაგდა  გურული  – თანამედროვე ხელოვნების კურატორი, არტისტერიუმის ერთ-ერთი ორგანიზატორი და  დამფუძნებელი

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი