პიკის საათი - ქეთი ფარესაშვილი „თბილისი რიტმისთვის“ ემზადება
პიკის საათი - ქეთი ფარესაშვილი „თბილისი რიტმისთვის“ ემზადება

24 ივნისს ფესტივალ „თბილისი რიტმი – 2022“-ის კიდევ ერთი სასიამოვნო საღამო გაიმართება. ცნობილი ქართველი მომღერალი ქეთი ფარესაშვილი დავით ილურიძის ბენდთან ერთად მსმენელის წინაშე ახალი მუსიკალური პროგრამით წარდგება.

ქეთის შემოქმედება ძირითადად ჯაზფუჟენის, პოპისა და ბრაზილიური მუსიკის ელემენტებითაა გაჯერებული. ამ ნიჭიერ მომღერალს ხშირად მოიხსენებენ როგორც „სამბას ქართველ დედოფალს“. მის მიერ შესრულებული სიმღერა „ასე დაიწყო სამბა“ 90-იანი წლებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიტი გახდა.

სასცენო კარიერის ადრეულ ეტაპებზე ქეთი სხვადასხვა ცნობილ მუსიკოს-შემსრულებელთან ერთად გამოდიოდა, მათ შორის აღსანიშნავია ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ბრაზილიელ მუსიკოსთან და კომპოზიტორთან, ტანია მარიასთან ერთად შესრულებული სიმღერა.

2003 წელს გამოვიდა მისი პირველი ალბომი „სამბა დილამდე“, ხოლო 2008 წელს – მეორე ალბომი სახელწოდებით „დინდი“. 2017 წელს ლაშა ღლონტთან ერთად შესრულებული დუეტი „ოქროყანის აღმართი“ ერთგვარი რეინკარნაცია იყო ქეთი ფარესაშვილის შემოქმედებით ასპარეზზე.

სტუმარი: ქეთი ფარესაშვილი – მომღერალი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: