პიკის საათი - ქართველი სოპრანოს გზა „კოვენტ გარდენიდან“ სიეტლის ოპერამდე
პიკის საათი - ქართველი სოპრანოს გზა „კოვენტ გარდენიდან“ სიეტლის ოპერამდე
  • ქართველმა სოპრანომ სალომე ჯიქიამ სიეტლის ოპერასთან კონტრაქტი გააფორმა.  მალე მას ამერიკელი მსმენელი გაეტანო დონიცეტის  „სიყვარულის ნექტარში“ მოისმენს.

მომღერლის  ბოლოდროინდელ წარმატებას შორის განსაკუთრებულად აღნიშვნის ღირსია „კოვენტ გარდენის“ სცენა, სადაც მან სამი წლის წინ შეასრულა მითრიდატეს ვაჟიშვილის სიფარეს პარტია (მამაკაცი სოპრანო) მოცარტის „მითრიდატე პონტოელში.“  ბოლოსამსეზონშისამეფოოპერაშისამჯერდადგესმოცარტის,,ჯადოსნური ფლეიტა“დაარცერთსსალომეჯიქიასმონაწილეობისგარეშეარჩაუვლია. შეგახსენებთ, რომ თანამედროვეობისუდიდესისაოპერორეჟისორისდეივიდმაკვიკარის „ჯადოსნურიფლეიტა“ პირველად 18 წლის წინ დაიდგა და ამოპერისსაუკეთესოდადგმადაააღიარებული. მაკვიკარისესდადგმაუკვე მეათედგანაახლეს.

„ეს ჩემი პირველი გერმანულენოვანი ოპერაა. ის ისეთი შთამბეჭდავი და საინტერესოა, რომ თანაბრად ხიბლავს ნებისმიერი ასაკის მსმენელს“ – ამბობს სალომე ჯიქია, რომელიც ლონდონში კიდევ სამ წარმოდგენას მღერის.  მომღერალი ლონდონურ ტურნეს 4 ოქტომბერს დაასრულებს. შემდეგ კი მას ლიეჟის, გენუის, ფლორენციის და  ნანტის საოპერო თეატრებში ელიან.

  • 1 ოქტომბერს, საქართველოს დროით 22:30 საათზე, სამეფო ოპერის ფეისბუქის გვერდზე,,ჯადოსნური ფლეიტის“ ონლაინ ჩვენება გაიმართება. https://www.facebook.com/events/652157525754746/?ref=newsfeed

ჩართვა ლონდონიდან: სალომე ჯიქია – ქართველი სოპრანო

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: