პიკის საათი - ქართველი ავტორი გერმანიის მწერალთა კავშირის იუბილეზე 
პიკის საათი - ქართველი ავტორი გერმანიის მწერალთა კავშირის იუბილეზე 

„50 წელი და 50 ლიტერატურული მინიატურა“ – ასე ჰქვია ლიტერატურულ მარათონს, რომელსაც კიოლნის კარლ რანერის აკადემია უმასპინძლებს და რომელიც გერმანიის მწერალთა კავშირის 50 წლის იუბილეს ეძღვნება.

იუბილეს ფარგლებში, 15 ნოემბერს, ქართველი მწერალი და მთარგმნელი ირმა შიოლაშვილი, სექციაში „ჩვენ სამყაროში,“  ექვს ლექსს წაიკითხავს კრებულიდან „თავდაყირა.“ მათ შორის, ლექსს, რომელიც 2008 წლის ომს ეძღვნება. ამით ქართველი ავტორი კიდევ ერთხელ შეახსენებს უცხოურ აუდიტორიას, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

შეგახსენებთ, რომ ირმა შიოლაშვილი 1999 წლიდან გერმანიაში, ქალაქ ბონში ცხოვრობს და ბონის რეგიონალური რადიოს (Bonn/Rhein-Sieg) ეთერში ქართულ კულტურაზე უძღვება გადაცემებს.

სატელეფონო ჩართვა: ირმა შიოლაშვილი – პოეტი; მთარგმნელი; ჟურნალისტი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

 

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: