პიკის საათი - ქართული ტრადიციული მუსიკის კურსი ბელგიის ხელოვნების სამეფო აკადემიაში
ბელგიის ხელოვნების სამეფო აკადემიამ, დაარსებიდან მესამოცე წელს პირველად, აკადემიურ პროგრამაში ჩასვა ქართული ტრადიციული სიმღერა-გალობის კურსი. ადგილი, სადაც ოცდაათამდე ქვეყნის მუსიკალური, ქორეოგრაფიული, თეატრალური, მხატვრული მიმართულების, სტილისა და ჟანრის ხელოვანები იყრიან თავს, ქართული კულტურისთვისაც ღიაა.
„ჩემთვის ძალიან ემოციურია, რომ უცნობი სტუდენტები თვეების განმავლობაში მწერდნენ – იქნებ, მეთხოვა აკადემიის ადმინისტრაციისთვის და ადგილების რაოდენობა გაგვეზარდა. რამდენიმე მსურველი არაევროპული დაჟინებით ჩავასმევინეთ, მაგრამ კიდევ დარჩა რამდენიმე. როგორც ორგანიზატორებმა განმარტეს, ქართული ტრადიციული სიმღერა-გალობის კურსზე უჩვეულოდ მაღალი მოთხოვნაა“, – ნინო ნანეიშვილი.
სატელეფონო ჩართვა ბელგიიდან: ნინო ნანეიშვილი – ფოლკლორისტი; ანსამბლ „იალონის“ ხელმძღვანელი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
