პიკის საათი - ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორი - ლოტბარი
პიკის საათი - ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორი - ლოტბარი

საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს 2007 წლიდან დაემატა ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორის მიმართულება (დრამისფაკულტეტი).

ამჟამად დრამის ფაკულტეტი ამზადებს ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორებსაც. უნივერსიტეტში ქართველი ლოტბარების აღზრდას საფუძველი ჩაუყარა თემურ ჟღენტმა, გომარ სიხარულიძემ და ანზორ ერქომაიშვილმა.

სტუმრები:  მაია მიქაბერიძე – თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორი-ლოტბარის მიმართულების ხელმძღვანელი.
დავით ცინცაძე – თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორი-ლოტბარის მიმართულების ლექტორი.

ბუკა მანწკავა – თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორი-ლოტბარის მიმართულების ხელმძღვანელის ასისტენტი.