პიკის საათი - ქართული ენის დღეები კავკასიის უნივერსიტეტში
პიკის საათი - ქართული ენის დღეები კავკასიის უნივერსიტეტში

ქართული ენის დღეების ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის ორგანიზებით, 4 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდება: საჯარო ლექციები, სტუდენტური პროექტები, კონკურსები აბიტურიენტებისა და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. დასკვნითი ღონისძიება ქართული ენის დღეს, 14 აპრილს საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

აღნიშნული ღონისძიება არის გაგრძელება პროექტისა „მე მიყვარს ქართული – ჩემი სახელმწიფო ენა!“, რომელიც პირველად, 2016 წლის 14 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის – მარიამ მანჯგალაძის ინიციატივით, წარმატებით შედგა ვილნიუსის უნივერსიტეტში და, მას შემდეგ, სხვადასხვა საინტერესო ფორმატით, ყოველწლიურად ტარდება.

სტუმარი: მარიამ მანჯგალაძე  – პროფესორი ქართული ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდისუერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: