პიკის საათი - ქართულ-ოსური ურთიერთობები მეცნიერებასა და ყოფაში
პიკის საათი - ქართულ-ოსური ურთიერთობები მეცნიერებასა და ყოფაში

„ჩვენი წმინდა ვალია ჩვენს მეზობლებს  ღირსება შევუნარჩუნოთ და  მათი ენის განვითარებაზე ვიზრუნოთ“ – ასეთი იყო ივანე ჯავახიშვილის დამოკიდებულება ოსური ენისადმი  საუნივერსიტეტო იდეის ფარგლებში. შედეგად, გიორგი ახვლედიანმა ოსური ენის პროგრამა შეადგინა და უამრავი კვლევაც მიუძღვნა საკითხს. დღეს უკვე ამ ტრადიციას ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრი აგრძელებს უნივერსიტეტში.

„ერთია, როცა გვერდიგვერდ მცხოვრები ერები ერთმანეთის კულტურას იზიარებენ, მაგრამ საინტერესოა, რამდენად ახერხებენ ამ ყველაფრის გათავისებას“ – ნაირა ბეპიევა.

სტუმარი: ნაირა ბეპიევა – თსუ-ის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი; პროფესორი; ღირსების ორდენის კავალერი;  ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონის ავტორი

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: