პიკის საათი – „ქალაქი – იდუმალი ნიშნების ადგილი“

11:34, 01.04.2022
-0:00

თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ მედეა იმერლიშვილის ნამუშევრების გამოფენას „ქალაქი – იდუმალი ნიშნების ადგილი“.

გამოფენისთვის შერჩეულ ნამუშევრებს ავტორი წიგნად წარმოდგენილ ქალაქს უწოდებს და მას ნახატებისა და ლექსების მთავარ პერსონაჟად მოიაზრებს.

„ქალაქი – პერსონაჟი. ქალაქი – ამბავი. ქალაქი, როგორც ნაბიჯების ხმა“ – ასე ახასიათებს მხატვარი იდეას, რომელიც გახუნებულ კედლებს, ალაყაფის კარებს, აივნებს, ფილაქნებს, საკვამურებს შერჩენია ისტორიებად.

სატელეფონო ჩართვა: მედეა იმერლიშვილი – საქართველოს რადიოს გადაცემა „რადიო ექსპრესის“ წამყვანი; პოეტი; მხატვარი.

წამყვანი: ნიკა ლობილძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი