პიკის საათი - პირველი ქართული ბრაუზერი „სთექი“
პიკის საათი - პირველი ქართული ბრაუზერი „სთექი“

ოთხი მეგობრის იდეა, რომელიც დღეს არსებულ ბრაუზერებზე უფრო მოქნილი სისტემის შექმნას უკავშირდებოდა, რეალობად იქცა. „სთექი“  პირველი ქართული ბრაუზერია, რომელმაც ცოტახნისწინ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში გაიმარჯვა და განვითარებისთვის 100 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა.

რუბრიკის სტუმარი: გიორგი ლალიაშვილი – პირველი ქართული ბრაუზერის „სთექის“ თანადამფუძნებელი,

ავტორი: სოფო გოდუაძე.