პიკის საათი - ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი
პიკის საათი - ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

2022 წლის 5-15 ივლისს ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ჩატარდება, რომელშიც ქართულ თეატრებთან ერთად 8 უცხოური დასი მიიღებს მონაწილეობას.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ETA (ევრაზიის თეატრების ასოციაციის) კონგრესი, რომლის  ერთ-ერთი დამფუძნებელია ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე. კონგრესს 22 ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაცია სტუმრობს.

მომდევნო ფესტივალი 2023 წელს, ოზურგეთის თეატრის 155 და ნოდარ დუმბაძის 95 წლის იუბილეების ფარგლებში ჩატარდება.

სატელეფონო ჩართვა: ვასილ ჩიგოგიძე – ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულითეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: