პიკის საათი - ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 
პიკის საათი - ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 

5 ივლისს, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნება.

წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებული და გამორჩეული იქნება არა მარტო მდიდარი პროგრამით, არამედ მასშტაბით. ფესტივალში 8 ქვეყანა მონაწილეობს 9 სპექტაკლით, ხოლო საქართველოდან 15 თეატრი – 17 სპექტაკლით.

ფესტივალის პროგრამა შესაძლებელს გახდის საზოგადოებამ თეატრის სამ განსხვავებულ სივრცეში  ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებზე, ასევე ქართველი კლასიკოსი მწერლების (არა დრამატურგების) შემოქმედებაზე შექმნილი 26 სპექტაკლი იხილოს.

სატელეფონო ჩართვა: ლაშა ჩხარტიშვილი – თეატრმცოდნე.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: