- 12 მაისს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, საქველმოქმედო საღამო „ნიკასთვის“ გაიმართება, რომელიც მსახიობ ნიკა ქაცარიძის ხსოვნას ეძღვნება. საღამო ვალერიანო (ნუგზარ) გამგებლის ინიციატივით იმართება. კონცერტში მონაწილეობენ რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობები: მანანა აბრამიშვილი, გოგა ბარბაქაძე, პაატა გულიაშვილი, ედმონდ მინაშვილი, ია სუხიტაშვილი და ლევან ხურცია. ასევე კონცერტში მონაწილეობენ მაყვალა ასპანიძე (სოპრანო), ირინე რატიანი (სოპრანო),ნათია ქავთარაძე (კონცერტმაისტერი).
სატელეფონო ჩართვა მადრიდიდან : ვალერიანო (ნუგზარ) გამგებელი – ტენორი
წამყვანი: სოფო გოდუაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
