პიკის საათი - მუნიციპალური კინოთეატრისთვის
პიკის საათი - მუნიციპალური კინოთეატრისთვის

მუნიციპალური კინოთეატრების ამოქმედებისათვის ახალგაზრდა სპეციალსტების ჯგუფი შედგა, რომლებიც თვლიან, რომ ქართული კინო უადრესატოდ, უმაყურებლოდ დარჩა. ეს მაშინ, როცა მაყურებლის ინტერესი, განსაკუთრებით ქართული კინოს მიმართ, წლიდან წლამდე იზრდება.

მუნიციპალური კინოთეატრის იდეის დემოკრატიულობა მისსავე საყოველთაოობაშია. ამ პრეცენდენტის სახით პირველი მუნიციპალური კინოთეატრის დაარსებას იმგვარი სისტემის შექმნა უნდა მოჰყვეს, რომელშიც ეტაპობრივად ქვეყნის ყველა რეგიონი თავისი მუნიციპალური კინოთეატრით ჩაერთვება.

სტუმრები: გიორგი ჯავახიშვილი და ალექსანდრე გაბელია – კინომცოდნეები; „მუნიციპალური კინოთეატრისთვის“ საინიციატივო ჯგუფის წევრები.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: